საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-12

 

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის ხელმძღვანელს სიაო კანს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და ეკონომიკური პრიორიტეტები გააცნო.

ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი და მზაობა, მხარი დაუჭიროს ქართული მხარის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებას და ჩინური ინვესტიციების გაძლიერებას საქართველოში.
ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიას აქვს კარგი გამოცდილება მცირე კომპანიების ბირჟაზე გაყვანის. საუბარი ასევე შეეხო მცირე მეწარმეობის განვითარების პერსპექტივებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური