საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს დელეგაცია პეკინს ეწვია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-10

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია დღეს პეკინს ეწვია. 11 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში.
მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის წარმომადგენლებთან.
ხვალვე, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება კომპანია "CSR ZHUZHOU ELECTRIC LOCOMOTIVE CO>LTD"-ის ხელმძღვანელებს და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის წარმომადგენლებს.