საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კლაუს შვაბს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-09

დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს კლაუს შვაბს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესორ შვაბს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ დალიანის ეკონომიკური ფორუმი საქართველოსთვის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური