საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია «მიცუბიშის» სამუშაო ჯგუფი ჩამოვა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-09

2

საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია „მიცუბიშის" სამუშაო ჯგუფი ჩამოვა - აღნიშნული გადაწყვეტილება კორპორაციის თავმჯდომარემ იორიჰიკო კოჯიმამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მიიღო. შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა „მიცუბიშის" თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.
„მიცუბიში" არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც ფლობს ბიზნესს მსოფლიოს 90 ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 68 ათასი ადამიანი . 2014 წელს კორპორაციის შემოსავალმა 74 მილიარდი დოლარი შეადგინა.


„მიცუბიში" უმსხვილესი გლობალური ბიზნესსაწარმოა, რომელიც აერთიანებს და ოპერირებს არაერთ ინდუსტრიას ფინანსების, ენერგეტიკის, ლითონების წარმოების, მანქანათმშენებლობის, ქიმიური წარმოების, გარემოს დაცვის სფეროებში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური