საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-07

ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის შეხვედრაზე.
მხარეებმა საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს. აღინიშნა NDI-ის დამხმარე პროგრამებისა და სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური