საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა კომპანია ELBIT- ის წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-07

მსოფლიოში ცნობილი კომპანია ELBIT Systems - Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს-პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტ ბეჟალელ მაჩლისს და ELBIT- ის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. საუბარი შეეხო საავიაციო ნაწილების საწარმოს პროექტს, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია ELBIT Systems - Cyclone-ის პარტნიორობით ხორციელდება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პროექტს, რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 85 მილონი დოლარია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელება და ორმხრივი თანამშრომლობა იქნება საიმედო და ნაყოფიერი.
დღეს თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ეყრება საფუძველი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური