საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ბათუმის აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის, ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ბათუმის საკრებულომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა მოიწონა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური