საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

1,164 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-25

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1,164 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საცხოვრებელი ფართი 10,000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.

„ეს პროცესი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უკვე გადაეცა 5,120 დევნილ ოჯახს," - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური