საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. სტიქიით დაზარალებულ რეგიონში პრემიერის დავალებით გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი. რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და „დელტას" წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებდნენ. ომალოში იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური