საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-20

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ურთიერთობები და ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰანს ჰორბახის გამოსამშვიდობებელი შეხვედრის მთავარი თემა.
დიპლომატს, რომელსაც საქართველოში საქმიანობის ვადა ეწურება, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
ჰანს ჰორბახმა აღნიშნა, რომ 36-წლიანი დიპლომატიური კარიერის მანძილზე საქართველოში გატარებული ორი წელი მისთვის მნიშვნელოვანი იყო.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური