საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სასტუმროს და გასართობი კომპლექსის დათვალიერება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-19

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური მიმდინარე სამუშაოებს და პროექტის განვითარების ეტაპებს გაეცნო. აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომელსაც ახორციელებს ავსტრიული კომპანია "GAB Resorts Holding and Development GmbH-ის" შვილობილი კომპანია საქართველოში - შპს GIMG.

"ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც წასულები იყვნენ უცხოეთში და დაბრუნდნენ, ახორციელებენ ამ წარმატებულ პროექტს, ეს არის 25 ათასი კვადრატული მეტრი, სადაც მოწყობილია ბიზნესაპარტამენტები, ასევე გასართობი და დასასვენებელი სივრცე. ჯამში ორივე პროექტი დაჯდება 170 მილიონი დოლარი. ეს არის ქართული ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში,"-განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომპლექსი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად და მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, გასართობ ცენტრს, მულტიპლექსი/სინემა ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს Palm Apartment, ღია საცურაო აუზს და პავილიონს. ასევე, განთავსდება სხვადასხვა ტიპის აბანოები და რეკრეაციული ზონა. ამ დროისთვის ინვესტორს პროექტში 60 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპლექსის მართვასა და მომსახურებაში დასაქმდება ასეულობით ადამიანი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური