საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

რელიგიის სააგენტოს შექმნა არის ჩვენი მთავრობის ინიციატივა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-19

რელიგიის სააგენტოს შექმნა არის ჩვენი მთავრობის ინიციატივა, რომელიც დავიწყეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს და ჩემს დროს დავასრულეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, წლების განმავლობაში რელიგიურ უმცირესობებს ხელისუფლების მხრიდან არანაირი ყურადღება არ ექცეოდათ.

"ეს დავიწყეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს და ჩემს დროს დავასრულეთ. ამ სააგენტოს შექმნით ჩვენ უპრეცედენტო რამ გავაკეთეთ, რადგან წლების განმავლობაში არავითარი ყურადღება არ ექცეოდა ჩვენ მუსულმანებს, კათოლიკეებს, სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს, ასევე ებრაელებს. ჩვენ ამ ოთხ რელიგიურ მიმართულებას დავუნიშნეთ დაფინანსება და რელიგიის სააგენტომ სამუფთოსთან ერთად გადაწყვიტა სამუფთოსთვის რეზიდენციისა და მედრესეს გაკეთება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური