საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ლარის კურსთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-19

ლარის კურსთან დაკავშირებით, ის შოკები, პირველი ტალღა გადავიარეთ, ახლა ეს არის ემოციური განცხადებებით განპირობებული. ძალიან მარტივი რაღაც ხდება საქართველოში - ადამიანებს აქვთ ცრუ მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს და ექსპერტების დასკვნებით, ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით კრიზისულმა პერიოდმა საქართველოში უკვე გაიარა.

"რაც შეეხება ლარის კურსის გამყარებას, მე მინდა გითხრათ, რომ სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინი არის შექმნილი. მინდა, მივმართო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ ცრუ მოლოდინებმა და განცხადებებმა ჩვენი ბიზნესმენები და მოქალაქეები. მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ეს კრიზისული პერიოდი უკვე გადავიარეთ. მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან, მათ მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური