საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი «რუსთავი 2-თან» დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-18

ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე დავა, რომელიც უნდა გაგრძელდეს სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-თან" დაკავშირებული პროცესების კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით,ამ საკითხში ხელისუფლების რაიმე ფორმით მონაწილეობა, რომლის წარმოჩენასაც ოპონენტები ცდილობენ, გამორიცხულია.
„ჩვენთვის მთავარია, პროცესები აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური