საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-18

თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქალაქში, ეს მისი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იქნება; როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სპეკულაციები ამ თემაზე, გაუგებარი და ქვეყნისა და ხალხისთვის შეურაცხმყოფელია.

„ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. გაერო-ში, ნიუ-იორკშიც და ნებისმიერ სხვა ადგილას საქმის გასაკეთებლად მივდივარ და არა - სანახავად. პრემიერობამდე ხშირად მიმოგზაურია ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის განსაკუთრებული ვიზიტი, მაგრამ როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, სხვა სპეკულაციებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური