საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამძიმარი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს ამოსაბეჭდი ვერსია

თბილისი, 2015 წლის 13 აგვისტო

თქვენო აღმატებულებავ,

ჩვენთვის შოკისმომგვრელია ის ტრაგედია, რომელიც საპორტო ქალაქ ტიანჯინში დატრიალდა.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მინდა მოგისამძიმროთ და გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება დაღუპულთა მგლოვიარე ოჯახებისდა ჩინელი ხალხის მიმართ, დაშავებულებს კი, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ და გამოვხატავ გულწრფელ მწუხარებას.


პატივისცემით,

ირაკლი ღარიბაშვილი