საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ტიმოთესუბნის 800 წლისთავზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-13

800-წლიანი ისტორია და XII-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრით ტიმოთესუბანში, - ისტორიულ სამონასტრო კომპლექსს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიართან ერთად სტუმრობდა.
მთავრობის მეთაური ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო პარაკლისს დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
პატრიარქმა პრემიერი დალოცა, დღესასწაულზე მისი დასწრების მნიშვნელობაზე იქადაგა და მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისტორიული კომპლექსის შესახებ ისაუბრა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.
„ეს არის ძალიან დიდი დღე, ვინაიდან ჩვენ ტიმოთესუბნის 800 წლისთავს აღვნიშნავთ. ერი, რომელმაც ასეთი სიმდიდრე შექმნა, მდიდარია. თუ ხელისუფლება არ იზრუნებს იმაზე, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, მომავალი არ გვექნება. ჩვენი ვალია, ჩვენს პატრიარქთან, ჩვენს ეკლესიასთან ერთად გავაძლიეროთ ის, რაც სულიერად გვაძლიერებს. გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს და სიმშვიდეს",- მიმართა პრემიერმა ტაძარში შეკრებილ მოსახლეობას.
სახალხო ზეიმზე პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდა.პრემიერი ტიმოთესუბნის 800 წლისთავზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური