საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-11

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებული უნდა იყოს ყველას მიერ და არავის უნდა მიეცეს მისი ხელყოფის უფლება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

ესტონეთის მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლება.

"2008 წლის იანვარში მე ვიმყოფებოდი სამხრეთ ოსეთში და ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო, არა მხოლოდ როგორც საქართველოს მეგობრისთვის, არამედ ადამიანისთვის, რომელიც შეხვდა იქ მცხოვრებ ხალხს. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებული უნდა იყოს ყველას მიერ და არავის უნდა მიეცეს მისი ხელყოფის უფლება", - განაცხადა ტაავი რიივასმა, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფება.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური