საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მოწვევით, თბილისს დღეს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს დღეს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან.

ტაავი რიივასი და ვიქტორ პონტა, ქართველ კოლეგასთან ერთად, „დინამო არენაზე" UEFA-ს სუპერთასის მატჩს დაესწრებიან.

მანამდე, საქართველოს მთავრობის მეთაური, ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
UEFA-ს სუპერთასის მატჩი თბილისში დღეს 22:45 საათზე გაიმართება. „დინამო არენაზე" ერთმანეთს „ბარსელონა" და „სევილია" დაუპირისპირდებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური