საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა UEFA-ს წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-11

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი UEFA-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა UEFA-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის გაწეული სამუშაოები შეაფასეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში UEFA-ს სუპერთასის მატჩის გამართვის მნიშვნელობას.

გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და UEFA-ს შორის მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური