საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პირისპირ შეხვედრა UEFA-ს პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-11

ჩვენთვის დიდი პატივია UEFA-ს სუპერთასის მასპინძლობა თბილისში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება ქვეყნისთვის და დიდი ზეიმი ფეხბურთის მოყვარულებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა UEFA-ს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მიშელ პლატინის მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა UEFA-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველოსა და UEFA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური