საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ბაბუშერადან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
"უკვე 22 წელი გავიდა ბაბუშერას ტრაგედიიდან. ჩვენ დღეს სამხედრო პატივით დავკრძალავთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც 22 წლის წინ დაიღუპნენ აფხაზეთში. ეს, რა თქმა უნდა, არის სიმბოლური დამთხვევა, რომ დღეს, 8 აგვისტოს ჩვენს გმირებს ქართულ მიწას მივაბარებთ. ეს არის ძალიან მძიმე ოჯახებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროცესში აქტიური ჩართულობისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს და წითელ ჯვარს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროცესი გრძელდება, რათა შესაძლებელი გახდეს სხვა ქართველი გმირი ჯარისკაცების ნეშტების გადმოსვენება თბილისში.

ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტი დღეს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური