საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

დევნილებს ბინები გადაეცემათ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-30

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანში, ფრეზეთში და წილკანში 647 დევნილ ოჯახს 649 უძრავი ნივთი გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გადაწყვეტილებას, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ", მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური