საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ჩემპიონი რობინზონ ბეგლარაშვილი დააჯილდოვა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-29

პირველი ოქროს მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ძიუდოისტი რობინზონ ბეგლარაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააჯილდოვა.

ბეგლარაშვილმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი მანუელ ლომბარდო დაამარცხა. მთავრობის მეთაურმა ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა.

"უზომოდ გახარებული ვარ. ეს მართლაც საოცარი დღეა. მინდა მივესალმო ჩვენს ჩემპიონს და დიდი მადლობა ვუთხრა მთელი ქვეყნის სახელით იმიტომ, რომ ძალიან გაგვახარა. ეს არის პირველი ოქრო და მჯერა, რომ კიდევ ბევრ ოქროს ავიღებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა ნათია ყიფშიძეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური