საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა „სოკარის“ პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემები მიმდინარე საინვესტიციო პროექტები იყო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს „სოკარის", როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორის საქმიანობას საქართველოში.
მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. შეხვედრას „სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მაჰირ მამადოვი და პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური