საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-24

ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული ბობოხიძის შეწყალებას.
„მსჯავრდებულ ბობოხიძეს, რომელიც პროკურატურამ დააკავა, მიესაჯა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს ჩვენ და იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, კეთილ ადამიანებს, ძალიან მალე შეიწყალებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური