საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის პროცესი დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-16

თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის პროცესი დაიწყო, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის ყველას - კომპანიებს და ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, შემოწირულობა გაიღეს.

მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა დასახმარებლად 10 მილიონი ლარი გადარიცხა.
თანხის გაცემას, დადგენილი წესის შესაბამისად, თბილისის მერია დაიწყებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური