საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველო ოლიმპიური ფესტივალისთვის განსაკუთრებულად ემზადება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-16

ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებში; ახლა ჩვენთან ტარდება ოლიმპიური ფესტივალი და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფომ ხელი შეგვიწყოს მის მშვიდ გარემოში ჩატარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ოლიმპიური ფესტივალისთვის განსაკუთრებულად ემზადება.
„სოჭის ოლიმპიადის დროს ჩვენ მაშინ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით მოვეკიდეთ იმას, რომ ოლიმპიადა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური