საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ახალი საწარმო ხობში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხობში პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა. პროექტი "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში განხორციელდა და მისი მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდა.

მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო 50 ადგილობრივი მცხოვრები. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 30 იქნება.

ქარხანაში იწარმოება პლასტმასის ყუთი, წებო-ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, ბეტონის დეკორატიული ფილა, ბეტონის დეკორატიული ღარები, ბლოკი და ბორდიურები. შპს "ფიგარო" უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე საწარმოს გახსნას გეგმავს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური