საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერმა ძიუდოს საერთაშორისო სტანდარტების დარბაზი გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-14

1

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კიდევ ერთი ობიექტი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ძიუდოს დარბაზი გახსნა.
მთავრობის მეთაურმა ქართველ ძიუდოისტებს ახალი დარბაზის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამიერიდან მათ საუკეთესო პირობებში ვარჯიშის საშუალება მიეცემათ.

პრემიერის გადაწყვეტილებით, დარბაზი სამომავლოდ ძიუდოისტებს გადაეცემათ. "აბსოლუტურად ყველა ობიექტი დასრულებულია, ჩვენ მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ ოლიმპიურ ფესტივალს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშენდა და გარემონტდა სახელმწიფო ობიექტები. სპორტისთვის ამდენი ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. ჩვენი სპორტსმენები მანამდეც იმსახურებდნენ ასეთ დაფასებას და მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, ღირსეულად დაგვეფასებინა ჩვენი სპორტსმენები და ძიუდოისტები, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ საკუთარი დარბაზი", - განაცხადა პრემიერმა და ქართველ სპორტსმენებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ სოფელში ახალი ბინები გადაეცემა 30-მდე დევნილ ოჯახს, რომელიც განახლებული კომპლექსის ერთ-ერთ ფლიგელში ცხოვრობს. გათავისუფლებულ შენობაში ძიუდოს ფედერაცია სასტუმროს მოაწყობს.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ძიუდოს განახლებულ დარბაზში კიდევ არაერთი სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური