საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ბელორუს ხალხს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელორუს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ბელორუსის ეროვნულ დღესასწაულთან-დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მოპოვებით ჩვენი მეგობრული სახელმწიფოების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას განვავითაროთ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს და ბელორუს ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ,"-ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაგზავნილ მისალოც წერილში.