საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-03

აბრეშუმის გზის ფორუმი და მაღალი რანგის სტუმრები თბილისში, - საორგანიზაციო საკითხები ღონისძიების მოსამზადებელი კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ფორუმის პირველ დღეს გათვალისწინებულია მაღალი დონის სტუმრების პრეზენტაციები აბრეშუმის გზის აღორძინების თაობაზე; ასევე, გაიმართება თემატური პანელები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის შესახებ.
ღონისძიების მეორე დღე აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას მიეძღვნება;
დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და კონკრეტული საპროექტო წინადადებების განხილვა.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ბიზნესმენი და ინვესტორი ეწვევა.
აბრეშუმის გზის ფორუმს თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.