საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საზეიმო მიღება ამერიკის საელჩოში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-02

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოშიგამართულ მიღებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრულ და სტატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირეა,თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები კი, რომლებიც ასახულია ჩვენიქვეყნების მიერ ორმხრივად აღებულ ვალდებულებებში, უზრუნველყოფს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულშტატებს შორის მჭიდრო პარტნიორობის მტკიცე და ურყევ საფუძველს.

„ დიდი მადლობა პირადად ბატონ ელჩსა და თქვენ ყველას საქართველოს მხარდაჭერისთვის. ამერიკა არის საქართველოსუმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და თქვენი წვლილი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებაშიფასდაუდებელია. 1776 წლის 4 ივლისს კონტინენტურმა კონგრესმა დაამტკიცა დამოუკიდებლობის დეკლარაციისსაბოლოო ვერსია. ეს იყო დიდი დღე ამერიკის ისტორიაში და არანაკლებ დიდი დღე მთელი მსოფლიოსთვის. მართალიაჩვენი 24-წლიანი დემოკრატია ბევრად უფო ახალგაზრდაა, ვიდრე თქვენი, ჩემთვის ნათელია პარალელები, რომლებიცარსებობს ჩვენი დიადი ქვეყნების დამოუკიდებლობის მოძრაობებს შორის. დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზესაქართველოს ამოძრავებდა თავისუფლების იგივე პრინციპები, რომლებმაც სული ჩაუდგეს ამერიკის რევოლუციას.უდიდესი საფრთხის მიუხედავად, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არასდროს შეჩერებულა და მთელმა თაობებმაგაწირეს თავი იმ იმედით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ოცნება ერთ დღეს რეალობად იქცეოდა. ვიმეორებ,ამერიკა არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირე. თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონისუზენაესობის საერთო ღირებულებები, რომლებიც ასახულია ჩვენი ქვეყნების მიერ ორმხრივად აღებულ ვალდებულებებში,უზრუნველყოფს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო პარტნიორობის მტკიცე და ურყევსაფუძველს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მანვე ელექტრონული ფოსტით ამერიკელი მოსწავლისგან მიღებული წერილი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის სულისკვეთება მომდევნო თაობებშიც არ შენელდება.

„სულ ახლახან ელექტრონული ფოსტით მივიღე წერილი ლივაი კასტოსგან, ვაშინგტონელისკოლის მოსწავლისაგან, რომელიც მუშაობდა ანგარიშზე საქართველოს დამოუკიდებლობისმოძრაობის შესახებ. მართალია ჩემს აპარატში ათასობით წერილი შემოდის, ამ კონკრეტულმაგზავნილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მისმადაინტერესებამ და ცნობისმოყვარეობამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, პირადადმეპასუხა მისთვის. ქართველები ამაყობენ ჩვენ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობებით, ხოლოლივაის მსგავსი სტუდენტები გვაძლევენ იმედს, რომ თანამშრომლობის სულისკვეთება არშენელდება მომდევნო თაობებშიც. დაბოლოს, ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა გულწრფელიმადლობა მოგახსენოთ ყველას ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი და მტკიცემხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულგანვითარებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანიდმა საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკის ელჩის რანგში მისთვის ეს უკანასკნელი 4 ივლისია.

„აღფრთოვანებული ვარ, რამდენად გრძელი გზა განვლო საქართველომ დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე არა მხოლოდ22 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველად ვესტუმრე, არამედ იმ უკანასკნელ სამ წელიწადშიც, რაცმე და მერი აქ ვართ.
ძალიან მდიდარი ვარ იმ მეგობრების გამო, რომლებიც წარმოუდგენლად მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურულიმემკვიდრეობის მქონე ამ უძველეს ქვეყანაში შევიძინეთ,"-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის საელჩოში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები დაესწრნენ


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური