საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ინფრასტრუქტურულ-საინვესტიციო კომპანიის ხელძღვანელობას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ინფრასტრუქტურულ-საინვესტიციო კომპანიის ხელძღვანელობას შეხვდა. 
კომპანია ,,Zhuhai da Heng QIN limited”- დაინტერესებულია ქვეყნის ინფრასტურუქტურულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებით. ამ ეტაპზე, საუბარია რიკოთის უღელტეხილის 56 კილომეტრიან მონაკვეთზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. 

ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობამ პრემიერ-მინისტრს პროექტის დაფინანსების, დაპროექტების, მშენებლობისა და ოპერირების გეგმა გააცნო. 
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დაინტერესებულია ჩინეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ინფრასტურული თანამშრომლობის გაღრმავებაში. ,,ქვეყანაში ყველანაირი პირობაა შექმნილი ინვესტორებისათვის. ინვესტიციების მოზიდვა და უცხოელი ბიზნეს პარტნიორების ინტერესების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია“- განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური