საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ხორვატიას ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხორვატ კოლეგას, ზორან მილანოვიჩს ხორვატიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ხორვატ ხალხს კეთილდღეობასა და ბედნიერებას უსურვებს.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და გააქტიურდება ორივე სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

„ვსარგებლობ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო ხორვატიას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური