საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

მილოცვა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-23

2

დაარსებიდან 21 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მის პირად შემადგენლობას, სამსახურის ხელმძღვანელებს, ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად დგახართ საქართველოს უსაფრთხოების სადარაჯოზე.

ჩვენ ვამაყობთ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის სპეციალური სამსახური.

მინდა მადლობა გადავუხადო მთელ პირად შემადგენლობას მაღალი პროფესიონალიზმისთვის, თავდაუზოგავი და ღირსეული სამსახურისთვის. წარმატებებს ვუსურვებ მათ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი