საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ,,თბილისი 2015'' სამზადისის შესახებ ანგარიში მოისმინა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-23

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "თბილისი 2015" სამზადისის შესახებ ანგარიში მოისმინა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საორგანიზაციო კომისიის სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი და "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოლიმპიურ ობიექტებზე მიმდინარე დასკვნით სამუშაოებს და განხორციელებულ პროექტებს.
კომისიის წევრების განმარტებით, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების მიუხედავად, ოლიმპიადისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
"თბილისი 2015" ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური