საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას მიესალმება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-21

მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას "ყოველთა ქართველთა კონგრესის" ჩატარებასთან დაკავშირებით.
ეს არის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცემს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ყველანაირი რესურსის გაერთიანება და კონსოლიდაცია მოვახდინოთ.
გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას მაქსიმალურად შევუწყო ხელი კონგრესის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ქართველი ერის გაერთიანებას და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას.

ირაკლი ღარიბაშვილი