საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ტრაგიკულად დაღუპული მაშველის დაკრძალვას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-20

2   3

ზურაბ მუზაშვილი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გმირია, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის რაიონის სოფელ აღაიანში გააკეთა, სადაც თბილისში სტიქიის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველის დაკრძალვას დაესწრო.
მეხანძრე-მაშველი, პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობით, პრეზიდენტმა მედლით - "სამოქალაქო თავდადებისთვის" დააჯილდოვა. მედალი გარდაცვლილის მამას დღეს მთავრობის მეთაურმა გადასცა.
„ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი ჩვენთვის. ზურაბ მუზაშვილი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გმირი, რადგან მან გადაარჩინა რამდენიმე ადამიანი და შემდეგ თვითონ შეეწირა ამ ტრაგედიას. მინდა, მის ოჯახს, მის მშობლებს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი გმირი გაუზარდეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მინდა, ქედი მოვიხარო მისი სულის წინაშე. ჩვენ ღირსეულად უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას,"-განაცხადა პრემიერმა.
ზურაბ მუზაშვილი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და თბილისის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი სტიქიის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ტრაგიკულ შემთხვევამდე მან სტიქიით დაზარალებული 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური