საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მიმართა შუამდგომლობით, თავდადების მედლით დაჯილდოვდეს მაშველი ზურაბ მუზაშვილი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-18

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა შუამდგომლობით, თავდადების მედლით დაჯილდოვდეს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ღამეს 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა თვითონ დაიღუპა. პრემიერის სურვილია, ჯილდო გარდაცვლილი გმირი მაშველის ოჯახს შაბათს, დაკრძალვის დღეს გადაეცეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური