საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საბანკო სექტორის ინიციატივას მიესალმება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კერძო სექტორის უპრეცენდენტო აქტივობას მიესალმება, - საბანკო სექტორის ინიციატივას, დაზარალებული მოსახლეობისთვის სამომხმარებლო სესხების ჩამოწერის შესახებ, მთავრობის მეთაური საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

პრემიერმა ასევე, განსაკუთრებით აღნიშნა „ვითიბი ბანკი“, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების სპეციალურ ფონდში გასული წლის მოგების 1%-ს, 209 000 ლარს გადარიცხავს.

„ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მადლობას ვუხდით კერძო სექტორს უპრეცენდენტო აქტივობისთვის, იქნება ეს საბანკო სექტორი თუ სხვა კომერციული სტრუქტურები, რომლებიც ძალიან დიდ სოლიდარობას იჩენენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური