საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მუსლიმან თანამოქალაქეებს რამადანის თვის დაწყებას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-18

მინდა მთელი სულითა და გულით მივულოცო ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს წმინდა რამადანის თვის დაწყება! ესწმინდა თვე სრულიად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია თითოეული მუსლიმანისთვის. ვუსურვებ ყველა მათგანს დამათ ოჯახებს მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. საუკუნეებია ჩვენ ერთად ვართ ჭირსა თუ ლხინში, ერთადვაშენებთ ჩვენ მომავალს, და მჯერა, ჩვენ ყველა ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში!


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი