საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

თურქეთის პრემიერ–მინისტრის სატელეფონო ზარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-15

თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის მძიმე წუთებში სოლიდარობა გამოუცხადა. თურქეთის მთავრობის მეთაური ქართველ კოლეგას ტელეფონით დაუკავშირდა. მან მწუხარება გამოთქვა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზაობა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური