საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

15 ივნისი უქმე დღედ გამოცხადდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხვალინდელი დღე, 15 ივნისი უქმედ გამოცხადდება.
გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ თბილისში და არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართულები არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.

ასევე, 15 ივნისი სამუშაო დღე იქნება საგანგებო შტაბისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის, 
ჯანდაცვის სამინისტრო
სთვისქალაქ თბილისის მერიისა და მისი ყველა შესაბამისი სამსახურისთვის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისთვის.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების და სატრანსპორტო ნაკადების შემცირების მიზნით მიიღო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური