საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი დაბინავდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14

3

თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი უკვე დაბინავებულია, - ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიაწოდა.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, პარალელურად, იწმინდება სახლები და სადაც შესაბამისი პირობები იქნება, მოსახლეობა ეტაპობრივად დაბრუნდება.
სურსათით და პირველადი მოხმარების საგნებით მოსახლეობა უზრუნველყოფილია.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში მუშაობს 50 ერთეული ტექნიკა, იწმინდება გზები, ესტაკადები და სახლებამდე მისასვლელი ბილიკები.
ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაწილი დაკავებულია, მათ შორის დათვის ორი ბელი ვარკეთილში იპოვეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური