საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შსს-მ დაზარალებული მოსახლეობა ვერტმფრენით გამოიყვანა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სტიქიით დაზარალებული ახალდაბიდან მოსახლეობა ვერტმფრენებით გამოიყვანა, - ინფორმაცია ჩატარებული სამაშველო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიაწოდა.
ამ დროის მონაცემებით, სტიქიის შედეგად, დაღუპულია 12 და დაკარგულია 24 ადამიანი, რომელთა ძებნის ოპერაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური