საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მაშველებს და პოლიციას მადლობას უხდის ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში არიან ჩართული.
მთავრობის მეთაურმა საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ მაშველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სახანძრო, მერიის სამსახურები, გმირულ სამუშოს ეწევიან.
„მინდა, ყველას გულწრფელი მადლობა გადავუხადო მთავრობის სახელით, რადგან ისინი მართლაც გმირულ საქმიანობას ეწევიან", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური