საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი უცხოელ კოლეგებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებს, გამოჩენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.
მთავრობის მეთაურმა დღეს დახმარების არაერთი შეთავაზება მიიღო, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრებისგან.
„დამირეკეს ლატვიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ, მაქსიმალურად, როგორც შეუძლიათ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო გამოჩენილი სოლიდარობისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსმსახური