საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მოხალისეებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს უპრეცენდენტო სოლიდარობისთვის მადლობას უხდის, - მოხალისეებს ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოხალისეთა რაოდენობა საკმარისია, რადგან სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად, შესაბამისი ძალა და ყველა უწყება მობილიზებულია.

„არ გვინდა, მოსახლეობა მოვიდეს და არ ჰქონდეს კონკრეტული ფუნქცია, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოებს. თუ დამატებითი ძალა დაგვჭირდება, ჩვენ მათ მივმართავთ თხოვნით, ჩაერთონ სამუშაოებში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ სოლიდარობისთვის, რაც მართლაც მისასალმებელი, სასარგებლო და დასაფასებელია. კარგია, თუ გულწრფელია პოლიტიკოსების, ოპოზიციის წარმომადგენლების სოლიდარობა, პოლიტიკური განცხადებები კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რეალური საქმის კეთება და არა - ყალბი განცხადებები. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, სამუშაოების შეფერხება ავიცილოთ თავიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური