საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„ყველაფერს მოევლება, თუმცა ყველაზე დიდი ტრაგედია და ტკივილია ადამიანების სიცოცხლე, რომელიც დავკარგეთ და ვერ დავაბრუნებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, დაღუპულთა ოჯახები 10-10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, უკვე გამოიყო 10 მილიონი ლარი.

„უახლოეს საათებში გაიმართება პირველი შეხვედრა დონორებთან; ფინანსთა მინისტრს ჰქონდა საუბარი მათთან, მოხდება ყველა შესაძლო რესურსის მობილიზაცია მოსახლეობის დახმარების მიზნით; არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე, დავითვალოთ დეტალურად ზარალი და მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მოსახლეობას", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური